ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში – პარლამენტის წევრებისა და საქართველოში ნიდერლანდების ელჩის შეხვედრა სტუდენტებთან
ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში – პარლამენტის წევრებისა და საქართველოში ნიდერლანდების ელჩის შეხვედრა სტუდენტებთან
1-ლ მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, სერგი კაპანაძე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა და ნიდერლანდების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბ-ნი იოჰანეს დოუმა, შეხვედრას გამართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან. შეხვედრის თემაა: საქართველო და ევროკავშირი. ენა: ინგლისური დრო: 1-ლი მაისი, 15:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი #32 (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) დასწრება თავისუფალია.