
17 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება პარიზის ვალ-დე-მარნის უნივერსიტეტის (საფრანგეთი) წარმომადგენლების საინფორმაციო შეხვედრა. უნივერსიტეტის წარმომადგენლები დამსწრე აუდიტორიას გააცნობენ ილიაუნის სტუდენტებისა და პერსონალისთვის Erasmus+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში არსებულ შესაძლებლობებს.
შეხვედრის ენა: ინგლისური
დრო: 17 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]