
24 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ტიმოთი ბლაუველთი, გამართავს საჯარო ლექციას თემაზე: „სადოქტორო საფეხურზე სწავლა ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტებში“.
მომხსენებელი ისაუბრებს აშშ-ის უნივერსიტეტებში სადოქტორო საფეხურზე სწავლის შესაძლებლობების, დაფინანსების სხვადასხვა წყაროს მოპოვებისა და, ზოგადად, სასწავლო გარემოს შესახებ.
დრო: 24 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]