Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის „ფედერალისტთა კლუბის“ სტუდენტური კონფერენცია

მაისი 25, 2017 / 12:00

25 მაისს, ხუთშაბათს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A 101 აუდიტორიაში ილიაუნის „ფედერალისტთა კლუბი“, ილიაუნის სამართლის სკოლის კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მხარდაჭერით, მართავს სტუდენტურ კონფერენციას: ამერიკული საკონსტიტუციო ოდისეა როგორ შეიქმნა მსოფლიოში პირველი სადამფუძნებლო აქტი.

კონფერენციას გაუძღვება კონსტიტუციური კვლევების ცენტრის მკვლევარი – გიორგი მუმლაძე.

მომხსენებლები:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები, “ფედერალისტთა კლუბის“ IV ნაკადის წევრები: მარიამ გაბრიჩიძე, დემეტრე წიქორაძე, ბარბარე მაჭარაშვილი, თამარ ლუაშვილი, მურად შუბითიძე, ლევან ოსაძე, მარიამ ხურცილავა, კესო ხუბუა.

„ფედერალისტთა კლუბის“ შესახებ

„ფედერალისტთა კლუბის” პროგრამის მიზანია, სტუდენტთათვის თვალსაჩინო გახადოს ის საჯარო განხილვები, რომლებიც კონსტიტუციისა და კონსტიტუციური საკითხების აქტუალობაზე მიუთითებს. პროგრამაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის სტუდენტები არიან ჩართულნი; აქტივობის ფარგლებში, ყოველკვირეულად იმართება შეხვედრები, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაეცნონ ფედერალისტთა წერილებს, გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები – მოაწყონ დისკუსიები, დებატები. “ფედერალისტთა კლუბი“ მართავს საჯარო ლექციებს, აწყობს ფილმის ჩვენებებს, ახორციელებს ინტელექტუალურ პროექტებს. ამ ეტაპზე, 2016-2017 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, პროგრამაში ჩართულია სტუდენტთა IV ნაკადი. პროგრამაზე მიღება განახლდება ეტაპობრივად.

კონფერენციის დრო: 25 მაისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: A 101 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ.: #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 25, 2017
Time:
12:00
Event Category:
Event Tags: