Loading Events

« All Events

  • This event has passed.

ილიაუნის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ თბილისის წიგნის ფესტივალზე

მაისი 24, 2017 / 16:23

2017 წელს 25-28 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და წიგნის სახლი „ლიგამუსი“ მონაწილეობას იღებენ თბილისის წიგნის მე-19 საერთაშორისო ფესტივალზე, რომელიც გაიმართება „ექსპო-ჯორჯიას“ XI საგამოფენო პავილიონში. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა დამთვალიერებელს გააცნობს აქტუალური თემატიკის ლიტერატურას შემდეგი მიმართულებებით:

  • ძალადობა ოჯახში, სკოლასა და საზოგადოებაში;
  • ბიოკონსერვაცია და გარემოს დაცვა;
  • ეკოლოგიური ნაგებობები და „მწვანე არქიტექტურა“.

გარდა ბეჭდური გამოცემებისა, ბიბლიოთეკა საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას საკუთარი სერვისებისა და ელექტრონული რესურსების შესახებ; წიგნის სახლი„ლიგამუსი“ კი ფესტივალზე მოსულ სტუმრებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოცემებს 10%, 15%, 20% და 30%- იანი ფასდაკლებით შესთავაზებს.

კატალოგი იხილეთ ბმულზე.

დრო: 25-28 მაისი, 11:00-19:00 საათი

ადგილმდებარეობა: „ექსპო-ჯორჯიას“ XI საგამოფენო პავილიონი (წერეთლის გამზ. #118)

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 24, 2017
Time:
16:23
Event Category:
Event Tags: