
31 მაისს, 14:00 საათზე, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ჯი პი აი ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ნინო ხაჭაპურიძე ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე “კარიერული განვითარება და გასაუბრების უნარ-ჩვევები”.
მასტერკლასი ტარდება წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმის ფარგლებში, რომელიც გაიმართება 2 ივნისს, ბ 201 აუდიტორიაში. დასაქმების ფორუმზე დამატებითი ინფორმაციისთვის მიყევით ბმულს: https://goo.gl/WbgHoN
დრო: 31 მაისი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის 3/5
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]