Loading Events

« All Events

  • This event has passed.

„ქალაქი, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს ბედი“ – ეკა ჭყოიძის საჯარო ლექცია ილიაუნის სამეცნიერო კაფეში

მაისი 30, 2017 / 18:00

30 მაისს, სამშაბათს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში ილიაუნის სამეცნიერო კაფე გიწვევთ შეხვედრაზე ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ასოცირებულ პროფესორ, ეკა ჭყოიძესთან.

შეხვედრის თემაა: ქალაქი, რომელმაც შეცვალა მსოფლიოს ბედი (კონსტანტინოპოლიდან სტამბულამდე).

1453 წლის 29 მაისს დაეცა ბიზანტიის იმპერიის დედაქალაქი კონსტანტინოპოლი, რომელმაც წერტილი დაუსვა ყველაზე ხანგრძლივი იმპერიის თერთმეტსაუკუნოვან ისტორიას. ამან თავისი გავლენა იქონია მსოფლიოს შემდგომ განვითარებაზე. ლექციაზე ყურადღებას გავამახვილებთ ქალაქის განსაკუთრებულ როლზე შუა საუკუნეებში, მისი დაცემის შემდგომ და დღემდე; როგორ აისახა ეს მოვლენა, ერთი მხრივ, მისი თანამედროვეების მიერ და, მეორე მხრივ, მომდევნო პერიოდში მის არქიტექტურასა და ფოლკლორზე. რა განასხვავებს კონსტანტინოპოლს სტამბულისგან – ეს არის შეკითხვა, რომელზეც მომხსენებელი შეეცდება პასუხის გაცემას.

დრო: 30 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: E207 აუდიტორია (ჩოლოყაშვილის გამზ. #3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მაისი 30, 2017
Time:
18:00
Event Category:
Event Tags: