ნინო ხაჭაპურიძის მასტერკლასი: კარიერული განვითარება და გასაუბრების უნარ-ჩვევები

31 მაისს, 14:00 საათზე, ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით, ჯი პი აი ჰოლდინგის ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების უფროსი, ნინო ხაჭაპურიძე ჩაატარებს მასტერკლასს თემაზე "კარიერული განვითარება და გასაუბრების უნარ-ჩვევები". მასტერკლასი ტარდება […]

საქართველოში აშშ-ის ელჩის, იან კელის, ვიზიტი ილიაუნიში

31 მაისს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B 201 აუდიტორიაში, ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის 25 წლისადმი მიძღვნილიღონისძიებების ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, ბატონ იან კელისთან. ელჩის მოხსენების შემდეგ, შეხვედრა წარიმართება კითხვა-პასუხის რეჟიმში. შეხვედრის ხანგრძლივობა: 1 საათი სამუშაო ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი) დრო: 31 მაისი, 17:00 საათი […]

ფსიქოლოგიის ინსტიტუტის წლიური ანგარიშის პრეზენტაცია

31 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში გაიმართება დიმიტრი უზნაძის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია. ასევე, წარმოდგენილი იქნება კითხვარების ადაპტაციის პროექტის ვებგვერდის პრეზენტაცია და უმცირესობებისადმი დამოკიდებულების […]

მაია ფანჯიკიძის საჯარო ლექცია: „მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის“

31 მაისს, 18:30 საათზე, ილიაუნის ავსტრიული კულტურის ცენტრში (S507 აუდიტორია) გერმანისტი და მთარგმნელი მაია ფანჯიკიძე წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „მე არ გამაჩნია ენა ჩემი სინამდვილისთვის.“ მაია ფანჯიკიძე ამჟამად მაქს ფრიშის […]

ია ბერსენაძის „ქალი კლავს“ – პიესის პრეზენტაცია ილიაუნის ლიტერატურულ კლუბში

31 მაისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიაუნის ლიტერატურულ კლუბი გიწვევთ ია ბერსენაძის პიესის - „ქალი კლავს“ - წარდგენაზე. ოჯახური ძალადობა, როცა მოძალადე ქალია, ხოლო მსხვერპლი - […]