
2 ივნისს, 12:00-დან – 17:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 აუდიტორიაში, ილიაუნის კარიერული განვითარების ცენტრის ორგანიზებით, გაიმართება წლის შემაჯამებელი დასაქმების ფორუმი.
ფორუმში მონაწილეობა შეუძლიათ ილიაუნის ყველა საფეხურისა და მიმართულების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება საქართველოში მოქმედი 70-მდე კომპანია, კერძო და საჯარო სექტორიდან, რომლებიც სტუდენტებს შეთავაზებენ 500 – ზე მეტ აქტიურ ვაკანსიას და სტაჟირების პროგრამას; ასევე, გააცნობენ ინფორმაციას მათ ორგანიზაციაში არსებული სტანდარტების შესახებ.
დეტალური ინფორმაცია და რეგისტრაცია სტუდენტებისთვის და კურსდამთავრებულებისთვის: https://goo.gl/TBbWPL
ფორუმზე დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან:
ასევე, ილიაუნის სამსახურები შემოგთავაზებენ შიდასაუნივერსიტეტო სტაჟირებას:
დრო: 2 ივნისი, 12:00-17:00 საათი
ადგილმდებარეობა: B201 აუდიტორია (ჭავჭავაძის გამზ. #32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
საკონტაქტო ინფორმაცია
ნინო სიხარულიძე
nino.sikharulidze@iliauni.edu.ge
557650546
[wpai_display_imported_files_here]