
2 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A101 აუდიტორიაში ცენტრალური აზიის სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, დოქტორი ფილო პარკი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აბრეშუმის გზის სიმპოზიუმი-წარსული, აწმყო და მომავალი“.
მომხსენებლის შესახებ
ფილო პარკი იუნესკოს აბრეშუმის გზის პროგრამის ფარგლებში დაფუძნებული ცენტრალური აზიის სწავლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის (IICAS) დირექტორია. იურიდიულ მეცნიერებათა მაგისტრისა და დოქტორის ხარისხი მან ვისკონსინ-მედისონის უნივერსიტეტში (აშშ) მოიპოვა. დოქტორი პარკი წლების განმავლობაში სხვადახვა პოზიციაზე მუშაობდა კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში. მას მიღებული აქვს კორეის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპატიო ჯილდო.
ფილო პარკის პუბლიკაციებს შორისაა: „Foreign Investment in North Korea: A Risk Analysis in the Legal Invironment(2004), „Inter-Korean Transactions in the World Trade order: Legal Issues“(2005), „Safeguarding of Silk Road Intangible Cultural Heritage: Perspectives on Law and Policy” (2014) და ა.შ.
ლექციის ენა: ინგლისური (უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანი)
დრო: 2 მაისი, 18:30 საათი
ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ილია ჭავჭავაძის გამზირი №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]