2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 25 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიდო უნივერსიტეტის […]
მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვის ფარგლებში 25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში კომპანია Exactpro Systems-ის წარმომადგენელი შეხვდება ილიაუნის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. შეხვედრის თემა: BUILD SOFTWARE, TEST SOFTWARE. Exactpro Systems, IT კომპანია, პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებას ემსახურება. პრეზენტაციაზე განხილული იქნება: კომპანია Exactpro Systems-ის ისტორია და მისი საქმიანობის სფერო; რა არის ტესტინგი; როგორ ზოგავს ტესტინგი […]
25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი ლექცია თემაზე: ,,ქვეწარმავლები და მათი როლი ეკოსისტემაში“. საჯარო ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი წაიკითხავს. ლექციის ძირითადი თემებია: ზოგადი ინფორმაცია ქვეწარმავლების შესახებ; საქართველოში გავრცელებული ქვეწარმავლები; გველების კატეგორიები და მათი ნიშან-თვისებები; გველებთან მოპყრობისა […]
25 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ,,ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე „სამართალწარმოების პროცესში გენდერული სტატისტიკის გამოყენების მნიშვნელობა“. დისკუსიას მართავს არასამთავრობო ორგანიზაცია ,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ქალთა ისტორიის თვისა და #EWMI #PROLOG-ის მხარდაჭერილი პროექტის ,,ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გაუმჯობესება საქართველოში“ ფარგლებში. ღონისძიებაზე საუბარი შეეხება სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საქართველოს მიერ […]
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 26 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის […]
ბოლო წლებში საქართველოში ძალადობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პოლიტიკა შეიცვალა, პროგრესია პრაქტიკის კუთხითაც, თუმცა სექსუალური ძალადობის მიმართულებით მიდგომა პრაქტიკულად იგივეა, რაც საბჭოთა კავშირის დროს. მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის კონვენციის რატიფიცირების შემდეგ საკონონმდებლო დეფინიცია ნაწილობრივ დაიხვეწა, ის სრულყოფისგან კვლავ შორსაა. გაუპატიურება დეფინირებულია, როგორც სექსუალური კავშირი ძალადობით და სექსუალური კავშირი თანხმობის გარეშე გაუპატიურებად არ ითვლება, კვლავ ხდება მსხვერპლების სტიგმატიზაცია, […]
26 მარტს, სამშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ პოეტი რატი ამაღლობელი სტუმრად იწვევს დათო ევგენიძეს, რომელიც წარადგენს თავის ახალ პოეტურ კრებულს „დე“. დრო: 26 მარტი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. №32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი დასწრება თავისუფალია.
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ''Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries'' ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი. ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და […]
27 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) ორგანიზებით გაიმართება საჯარო დიკუსია თემაზე: „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა მსჯავრდებულთა სარებილიტაციო პროცესზე პენიტენციურ სისტემაში“. კრიმინალური სუბკულტურა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ სფეროში განხორციელებული კვლევები ადასტურებს, რომ ეს ფენომენი საქართველოში გავლენას ახდენს ასევე მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო-სარებილიტაციო პროცესის ეფექტიან […]
18 მარტიდან ყოველ ორშაბათს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ლიდერობის კურსის ფარგლებში გაიმართება მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორის მერსი ტემბონისა და გამოფენების ცენტრის დირექტორის, ასოცირებული პროფესორის, რესან ქიქავას შეხვედრები სტუდენტებთან. ლიდერობის კურსი უპირველესად საკუთარი თავის აღმოჩენის, მართვისა და განვითარების კურსია. ის საშუალებას მისცემს სტუდენტს, დაფიქრდეს საკუთარ ღირებულებებზე, მიზნებსა და ამ მიზნების მიღწევის გზებზე. შეხვედრებზე […]
ბოლო პერიოდში არაერთხელ გავხდით ლიდერ ქალთა გაქრობისა და გაჩუმების იარაღად პირადი ცხოვრების გამოყენების მოწმეები. პირადი ცხოვრების ამსახველი უკანონო ვიდეოჩანაწერებით ქალი საჯარო პირების შანტაჟი და მათზე კონტროლის მოპოვების მცდელობები ქართული ყოველდღიურობის ნაწილად იქცა. საჯარო ლექციაზე საუბარი შეეხება ქალების გაჩუმების ისტორიულ პრაქტიკას, პირადი ცხოვრების უფლებასა და მისი ხელშეუხებლობის მნიშვნელობას. განხილული იქნება ქართული და ამერიკული კონტექსტი. „სახელმწიფო სტიპენდიები […]
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი მეცნიერთა ჯგუფის ინიციატივით იწყებს დისკუსიათა სერიას საუნივერსიტეტო კვლევითი პოტენციალი ქვეყნის/რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის. 21-ე საუკუნის გეოპოლიტიკური უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, რესურსებზე მზარდი კონკურენციის, მიგრაციის, ტერორიზმისა და სხვა გამოწვევები, საერთაშორისო და შიდა საარსებო გარემოს სწრაფი ცვლა, ახალ საფრთხეებს უქმნის საქართველოს მსგავს მცირე ქვეყნებს. ამავე დროს ტექნოლოგიებისა და ეკონომიკის განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობა, ახალი რესურსების ათვისება და […]
28 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური კულტურის ცენტრში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა იტალიური ენის შემსწავლელ კურსებთან დაკავშირებით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული იტალიური კულტურის ცენტრი აგრძელებს მიღებას იტალიური ენის შესწავლის მსურველთათვის ინტენსიურ სამთვიან კურსებზე. ყველას, ვისაც გსურს სწრაფად და ხარისხიანად შეისწავლოთ იტალიური ენა, მობრძანდით ჩვენთან. ლექციები ჩატარდება კვირაში სამჯერ. ლექციები საათ-ნახევრიანია. კურსებს გაუძღვებიან […]
28 მარტს, 19:00 საათზე, ვაკის მედიათეკაში პროფესორი ანდრია როგავა წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე: „ექსტრატერესტრიალური სიცოცხლე, ცნობიერება და ფერმის პარადოქსი“. მომხსენებელი ისაუბრებს სამყაროში სიცოცხლისა და არამიწიერი (ექსტრატერესტრიალური) ცნობიერების არსებობის პრობლემაზე. განიხილავს ენრიკო ფერმის პარადოქსს (თუ სამყარო სავსეა გონიერი არსებებით, სად არიან ისინი?!) და მისი გადაჭრის ყველაზე პოპულარულ გზებსა და ჰიპოთეზებს. მომხსენებლის შესახებ ანდრია როგავამ 1986 წელს […]
28 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლ „ლიგამუსში“ ილიაუნის ლიტერატურული კლუბი და გამომცემლობა „ინტელექტი“ გეპატიჟებათ ტედ ჰიუზის „ყვავი – მისი ცხოვრება და სიმღერები“ პრეზენტაციაზე. წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ზვიად რატიანმა. გამოცემას მთარგმნელი და გამომცემლობა „ინტელექტის“ მთავარი რედაქტორი ზვიად კვარაცხელია წარადგენენ. ტედ ჰიუზის წიგნის არსი პირადი სივრციდან, მათ შორის პირადი პოეტური გამოცდილებიდან, გასვლის მცდელობაა. ეს […]
28 მარტს, ხუთშაბათს, 20:00 საათზე, ილიაუნის A101 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კინოკლუბი “CinExpress” წარმოგიდგენთ იტალიელი რეჟისორის, მიქელანჯელო ანტონიონის ფილმს „ზაბრისკი პოინტ“ (1970). 60-იანი წლების ამერიკა. სტუდენტების პროტესტი. ერთმანეთს ხვდება ორი ახალგაზრდა, დარია და მარკი... ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია. ნაჩვენები იქნება ორიგინალი ინგლისური სუბტიტრებით. დრო: 28 მარტი, 20:00 საათი ადგილმდებარეობა: A101 აუდიტორია (ი. ჭავჭავაძის […]
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები. დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს. 29 მარტს, 12:00-დან 15:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო […]
29 მარტს, 16:00 საათზე, ილიაუნის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის გაფორმდება ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის მიზანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას შორის მჭიდრო თანამშრომლობა ქვემო ქართლის რეგიონის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, წარმოჩენისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით; ასევე თანამშრომლობა რეგიონის ტურისტული პოტენციალის განვითარებაში უნივერსიტეტის ინტელექტუალური რესურსისა […]
კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი მოკლე აღწერა: პროგრამის მიზანია სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და შემოქმედებით ინდუსტრიებში სტუდენტური საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს, განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები. პროგრამა განხორციელდება სამ ციკლად: ციკლი I 11 აპრილი, […]
29 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ყოველკვირეული შეხვედრების ციკლის Lectura Dantis ფარგლებში გაიმართება შეხვედრა, სადაც წავიკითხავთ და გავაანალიზებთ ოცდამეთერთმეტე ქებას. შეხვედრების ციკლი ეძღვნება დანტეს „ღვთაებრივი კომედიის“ ნელსა და დაკვირვებულ წაკითხვა-ანალიზს. პროფესორმა ნოდარ ლადარიამ თითქმის დაასრულა ევროპული და მსოფლიო ლიტერატურის ამ უმნიშვნელოვანესი წიგნის ახალი პროზაული თარგმანი და სწორედ ეს, ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი ქართული […]