Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საჯარო დისკუსია თემაზე: „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროცესზე პენიტენციურ სისტემაში“

მარტი 27, 2019 / 19:00

27 მარტს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ (RIVG) ორგანიზებით გაიმართება საჯარო დიკუსია თემაზე: „კრიმინალური სუბკულტურის გავლენა მსჯავრდებულთა სარებილიტაციო პროცესზე პენიტენციურ სისტემაში“.

კრიმინალური სუბკულტურა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა პენიტენციური სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ამ სფეროში განხორციელებული კვლევები ადასტურებს, რომ ეს ფენომენი საქართველოში გავლენას ახდენს ასევე მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო-სარებილიტაციო პროცესის ეფექტიან ფუნქციონირებაზე.

მომხსენებლები:

  • ტატო ქელბაქიანი – არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის“ RIVG; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი;
  • მორის შალიკაშვილი – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და კრიმინოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ღონისძიება იმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის შესაძლებლოებების გაუმჯობესება პატიმრების, ყოფილი პატიმრების და პრობაციონებრების მიმართ საქართველოში“ ფარგლებში.

დრო: 27 მარტი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.


საკონტაქტო პირი: ტატო ქელბაქიანი
მობ: 577284656
ელ.ფოსტა: anton.kelbakiani@gmail.com

[wpai_display_imported_files_here]

Details

Date:
მარტი 27, 2019
Time:
19:00
Event Category:
Event Tags: