
კორპორაციული და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ტრენინგი
მოკლე აღწერა:
პროგრამის მიზანია სტუდენტების სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება და შემოქმედებით ინდუსტრიებში სტუდენტური საწარმოების შექმნის ხელშეწყობა. პროგრამა განხორციელდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ინტენსიური ბიზნეს ბუთ კემპ შეხვედრების სახით. პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სტარტაპის შექმნის პრინციპებს, განივითარონ ბიზნესდაგეგმვის, იდეების გენერაციისა და პიჩინგის უნარ-ჩვევები.
პროგრამა განხორციელდება სამ ციკლად:
ციკლი I
ციკლი II
ციკლი III
სამიზნე აუდიტორია:
სტუდენტები, რომლებსაც უკვე აქვთ ბიზნესიდეა ან დაინტერესებულები არიან კრეატიულ ინდუსტრიებში სამეწარმეო საქმიანობით.
ამოცანები:
სესია 1. იდეის განვითარება – 11-12-13 აპრილი, 2019
გაცნობითი სესიის გარდა პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი იქნება ტრენინგის ძირითადი ხელმძღვანელი.
სესია 2. ბიზნესის განვითარება – 12-13-14 აპრილი, 2019
სესიას გაუძღვება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის ლიცენზირებისა და პატენტირების სპეციალისტი თეონა ბებია.
სამუშაო ენა: ინგლისური
ტრენინგზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს: https://forms.gle/rqonj6ZUqLrv7Yfd9
რეგისტრაციის ვადა: 10 აპრილი, 15:00 საათი
ტრენინგზე რეგისტრაციისას უნდა აირჩეს მითითებული 3 ციკლიდან ერთ-ერთი.
ხელმძღვანელების შესახებ
პროფესორი გურპრიტ ჯაგპალი ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორია. ოლდრიჯის ინსტიტუტს მოწინავე ადგილი უკავია სამეწარმეო განათლებაში. პროფესორი ჯაგპალი მუდმივად ცდილობს ახალი თაობის მეწარმეთა მხარდაჭერას ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის.
უფრო ადრე გურპრიტ ჯაგპალი London South Bank University-ის კვლევის, მეწარმეობისა და ინოვაციის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ასევე იყო South Bank University EnterprisesLtd-ის მთავარი აღმასრულებელი ხელმძღვანელი და მის მთავარ მოვალეობას London South Bank University-ის კვლევისა და მეწარმეობის სფეროში სტრატეგიული და ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა წარმოადგენდა.
მან, როგორც ინსპირაციულმა, გარდაქმნის სულისკვეთებით აღსავსე და სტრატეგიული ხედვის მქონე დირექტორმა, რომელსაც განათლება სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში აქვს მიღებული, წარმატებით დააფუძნა და განავითარა არაერთი საწარმოსა და კომპანიის მხარდაჭერის ცენტრი და ხელი შეუწყო მათ დაკავშირებას ადგილობრივ წარმოებასთან.
პროფესორ გურპრიტ ჯაგპალის პროფესიულ სფეროებს განეკუთვნება: კვლევების მხარდაჭერა; ცოდნის გადაცემა; სამეწარმეო უნარები; მეწარმეობა; ინოვაცია; პერსონალურ განვითარებასთან დაკავშირებით კონსულტირება; მართვის სფეროში კონსულტირება; მენტორინგი; პროექტის მართვა; კომერციული ქონება და ბიზნესის განვითარება.
გურპრიტ ჯაგპალი ასევე მართავს უძრავი ქონების საკუთარ კომპანიას, რომელიც ქონების ყიდვითა და გაქირავებით, ასევე რეკონსტრუქციის პროექტების მართვით არის დაკავებული.
ლორენ დევისი ბრიტანეთის მეწარმეობის პედაგოგთა დირექტორი; სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტია.
ლორენ დევისი ბრისტოლის უნივერსიტეტში ოლდრიჯის კორპორაციული და სამეწარმეო ინსტიტუტის ლექტორია მეწარმეობაში. მისი საქმიანობა მოიცავს მასწავლებელთათვის პროფესიული განვითარების პროგრამების შემუშავება-განვითარებასა და სასწავლო პროგრამებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების ჩართულობას. ასევე სკოლის მოსწავლეებისთვის დამატებითი კლასგარეშე პროგრამების შემუშავებას მეწარმეობის მიმართულებით და სკოლამდელი აღზრდის მეთოდიკაში სამეწარმეო განათლების დანერგვის მნიშვნელობის დემონსტრირებას აკადემიური კვლევების ჩატარების საფუძველზე.
დევისს, ენთუზიაზმით სავსე პედაგოგს, აქვს უმაღლესი განათლების სისტემაში მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება, აგრეთვე მრავალწლიანი გამოცდილება მეწარმეობის სწავლების მიმართულებით. უმუშავია სხვადასხვა დისციპლინის წარმომადგენელ სტუდენტებთან. მისი ენთუზიაზმის შედეგია, რომ აქტიურად მენტორობს სტუდენტებს, რათა მათ შეძლონ თავიანთი იდეების რეალობად ქცევა.
ლორენ დევისი ამჟამად ბრიტანეთის მეწარმეობის პედაგოგთა დირექტორია. 2018 წლის აგვისტოში გამართული არჩევნების შედეგად მას მმართველობის სამწლიანი მანდატი მიენიჭა.
მისი, როგორც დირექტორის, მოვალეობაა გაზარდოს სამეწარმეო განათლების პოლიტიკის გავლენა, წარმოადგინოს სამეწარმეო სექტორის შეხედულებები, დახვეწოს ორგანიზაციის სტრატეგია და შეიმუშავოს მკაფიო სამოქმედო გეგმა.
ახლახანს ლორენ დევისმა მიიღო სტრატეგიული მარკეტინგისა და ბიზნესის სპეციალისტის ხარისხი და ამჟამად პროფესიული აკადემიური პრაქტიკის მაგისტრის ხარისხზე მუშაობს.
2014 წელს გახდა განათლებაში მეწარმეობის ეროვნული ცენტრის წევრი და დაასრულა მეწარმეობის პედაგოგთა საერთაშორისო პროგრამა.
დავით ჩეჩელაშვილი
მეწარმე დავით ჩეჩელაშვილს 1999 წლიდან რამდენიმე სტრატეგიული და ბიზნესის განვითარებაზე პასუხისმგებელი პოზიცია უკავია უმაღლესი ტექნოლოგიების მწარმოებელ საწარმოებში. მისი გამოცდილება ეფუძნება უმთავრესად ისეთი დისციპლინების ცოდნას, როგორებიცაა: იმერციული ვიზუალიზაცია, VR/AR, 3D სტერეოსისტემების მარკეტინგულ ინდუსტრიებში დანერგვა, როგორც საცალო, ისე საგანმანათლებლო სფეროებში.
დავით ჩეჩელაშვილი კომპანია NEUR Optics-ისა და iZ3D-ის ერთ-ერთი დამაარსებელია.
როგორც სტრატეგიული აღმასრულებელი, იგი განსაზღვრავს სტრატეგიულ მიმართულებებს X6D კომპანიაში, რომელიც ცნობილია, როგორც DBA XPAND, ასევე NEUR Optics-სა და iZ3D-ში. აქვს გამოცდილება როგორც მცირე (X6D, Neurok, iZ3D), ისე მსხვილი კომპანიებისთვის (MicroAge, Deloitte & Touche, Renaissance Capital) საცალო სავაჭრო წარმომადგენლობის, სადისტრიბუციო არხებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შექმნაში.
2014 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი და ილიაუნის უნივერსიტეტის ტექნოლოგიების კომერციალიზაციის ოფისის მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების სპეციალისტი, ასევე პორტუგალიის სტარტაპ ბრაგასა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მენტორია. ამასთან მუდმივად უწევს კონსულტაციას სტარტაპებს.
[wpai_display_imported_files_here]