
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
25 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიდო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება არქიტექტურისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს დასაქმების ფორუმი, სადაც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
ვაკანსიები: IT და ბიზნესის ადმინისტრირება
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის.
ვაკანსიები: მარკეტინგი, გაყიდვები, პროექტების მენეჯერი (IT მიმართულებით)
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის.
ვაკანსიები: გაყიდვები, არქიტექტორი, წარმოების მენეჯერი
ვაკანსიები საინტერესოა სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: IT, ფინანსები, ოპერაციების მიმართულება
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: ბიზნესისა და IT მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა ნებისმიერი საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: Software Developer
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტისთვის.
ვაკანსიები: ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი, ქოლცენტრის ოპერატორი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: IT მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტროს საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: მომსახურების სფერო, IT, გაყიდვები, ქსელის პროექტირება
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: IT, მარკეტინგი, გაყიდვები
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, მიიღოთ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.
დრო: 25 მარტი, 13:00-დან 16:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის გამზ.N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]