
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ERASMUS+ პროგრამის ინსტიტუციური განვითარების პროექტის PRINTeL ”Change in Classroom: Promoting Innovative Teaching & Learning to Enhance Student Learning Experience in Eastern Partnership Countries” ფარგლებში შეიქმნა აკადემიური პერსონალისა და მასწავლებელთა განვითარების ცენტრი.
ცენტრი გთავაზობთ ტრენინგკურსს „აქტიური სწავლება და თანამედროვე ტექნოლოგიები“ (Active Learning: Technology Enhanced Collaborative Learning), რომელსაც გაუძღვებიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის პროფესორი თინათინ ჭინჭარაული, ასოცირებული პროფესორი ნატა მეფარიშვილი და ტექნოლოგიების, მენეჯმენტისა და განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი მარიამ დალაქიშვილი.
ტრენინგები ჩატარდება 4 აპრილს, 16:00-დან 20:00 საათამდე, ასევე 6 აპრილს, 11:00-დან 14:30 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E102 აუდიტორიაში.
რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.
კურსის სილაბუსი იხილეთ თანდართულ ფაილში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.
საკონტაქტო პირები:
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი ქეთევან გრიგოლია – ketevan.grigolia@iliauni.edu.ge,
ტელ.: 577 57 88 55;
ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსის თანაშემწე ნინო დუჩიძე – nino.duchidze@iliauni.edu.ge,
ტელ.: 599 89 96 69.
გისურვებთ წარმატებას.
[wpai_display_imported_files_here]