23 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორიაში გაიმართება ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო ურბანული სივრცის კვლევა და ინტერპრეტაცია“ სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები: მელიქიშვილის პროსპექტისა და კოსტავას ქუჩის გადაკვეთაზე“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო მასალები. ექსპოზიცია დეტალურად ასახავს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისა და მიმდებარე არეალის ტრანსფორმაციის პროცესს. დრო: 23 ივლისი, 19:00 […]
26 ივლისს, 15:00 საათზე, გეპატიჟებით მესტიის სათავგადასავლო პარკში ილიას განათლების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. აქ გელით ინტერაქციული სამეცნიერო ექპერიმენტები, ახალი ტექნოლოგიები ღია ლექციები, სამეცნიერო კვლევების გამოფენა. ფესტივალი ეძღვნება არჩილ ბადრიაშვილს, ახალგაზრდა მთამსვლელს, ურთულესი საერთაშორისო ალპინისტური მარშრუტების ინიციატორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის პროგრამის კურსდამთავრებულსა და მკვლევარს. არჩილისთვის განსაკუთრებულ რეგიონში ილიაუნის მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები გაგიზიარებენ ცოდნასა და […]