
25 მარტს, 17:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიციატივით გაიმართება საჯარო ლექციების კურსის „ყველაფერი შინაური ცხოველების შესახებ“ მორიგი ლექცია თემაზე: ,,ქვეწარმავლები და მათი როლი ეკოსისტემაში“.
საჯარო ლექციას ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგი შოთა ზანდუკელი წაიკითხავს.
ლექციის ძირითადი თემებია:
ლექციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სახეობის არაშხამიანი, უსაფრთხო ქვეწარმავალი ადგილზე ნახონ და ჰერპეტოლოგისაგან პრაქტიკული რჩევები მიიღონ.
კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
დრო: 25 მარტი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: G106 აუდიტორია (გ. წერეთლის ქ. N1), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
დასწრება თავისუფალია.
[wpai_display_imported_files_here]