
2019 წლის მარტში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება მარი ბურდულის სახელობის დასაქმების თვე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია პროფილური დასაქმების ფორუმები სხვადასხვა მიმართულებით და დასაქმებასთან დაკავშირებული ღონისძიებები, ვორკშოპები და შეხვედრები.
დასაქმების თვის ფარგლებში დაგეგმილ ფორუმებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ნებისმიერი საფეხურის, კურსისა და მიმართულების სტუდენტებს, ასევე კურსდამთავრებულებს.
26 მარტს, 13:00-დან 16:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E კორპუსის სტუდენტურ სივრცეში გაიმართება ბიზნესის საკონსულტაციო და ფინანსური სფეროს დასაქმების ფორუმი, რომელშიც დამსაქმებლის სტატუსით წარმოდგენილი იქნებიან შემდეგი ორგანიზაციები:
ვაკანსიები: გაყიდვების მენეჯერი
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: ბუღალტერი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, ასევე სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: გაყიდვების მიმართულებით
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო, სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: აუდიტს, გადასახადების და ბუღალტერიის მიმართულებით.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: დებიტორული აქტივების მართვის სპეციალისტი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
ვაკანსიები: ექსპერტი
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის.
ვაკანსიები: ბიზნესკონსულტანტი
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო და სამაგისტროს საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: პროექტების მართვა, სოციალური ქსელების მიმართულებით.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: გაყიდვების დეპარტამენტში, ტექნიკური მხარდამჭერის პოზიციაზე, ბექოფისის სპეციალისტის, ხარისხის კონტროლის პოზიციაზე და ა. შ.
ვაკანსიები საინტერესოა საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურების სტუდენტებისთვის, ასევე კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: IT, მარკეტინგისა და გაყიდვების მიმართულებით.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, ასევე სამაგისტროს საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
ვაკანსიები: ფინანსების, მარკეტინგისა და იურიდიული მიმართულებით.
ვაკანსიები საინტერესოა III და IV კურსის საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებისა და კურსდამთავრებულებისთვის.
დასაქმების ფორუმზე შესაძლებლობა გექნებათ შეხვდეთ თითოეული ორგანიზაციის წარმომადგენელს, გაეცნოთ ინფორმაციას ვაკანსიების შესახებ და გაიაროთ პირველადი გასაუბრება.
დრო: 26 მარტი, 13:00-დან 16:00 საათამდე
ადგილმდებარეობა: E კორპუსის სტუდენტური სივრცე (ქ. ჩოლოყაშვილის N3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
[wpai_display_imported_files_here]