დოქტორანტ ნატალია კიკნაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

29 აპრილს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნატალია კიკნაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფტალატების პრენატალური ნეიროტოქსიკური პოტენციალის შეფასება“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლიოვა სამუშაო ენა: ქართული დრო: 29 აპრილი, 17:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი […]

ვორკშოპი „თანამედროვე არქეოლოგიის ტექნოლოგიური გამოწვევები და განვითარების პერსპექტივები“

30 აპრილს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სტუდენტებისა და დაინტერესებული პირებისთვის გაიმართება არქეოლოგიის მიმართულების ვორკშოპების ციკლის მეორე სესია. შეხვედრაზე ილიაუნის არქეოლოგიის მიმართულების პროფესორები ყურადღებას გაამახვილებენ თანამედროვე არქეოლოგიის ძირითად გამოწვევებზე, იმსჯელებენ ხელოვნური ინტელექტის როლზე, მისი გამოყენების უპირატესობებსა და თანმდევ რისკებზე. დისკუსია ასევე შეეხება თეორიული არქეოლოგიის მნიშვნელობის საკითხს პოზიტივიზმისა და ტექნოლოგიური პროგრესის ეპოქაში. ვორკშოპს გაუძღვებიან […]

კარიერული განვითარების პროექტი Level UP – ნინო გელანტიას საჯარო ლექცია „უნარ-ჩვევები და პროფესიონალური თვითანალიზი“

30 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ნინო გელანტია წაიკითხავს ლექციას „უნარ-ჩვევებისა“ და „პროფესიონალური თვითანალიზის“ შესახებ. სპიკერის შესახებ ნინო გელანტია ორგანიზაცია „GYRSA“-ს დამფუძნებელი და დირექტორია,  საგანმანათლებლო და საერთაშორისო პროექტების მართვის, ასევე, 11-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებით. აქტიურად უწყობს ხელს საგანმანათლებლო […]

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან

1 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეხუთე შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტები – გიორგი გუნჯუა, სალომე სანდროშვილი და გვანცა ძამუკაშვილი. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]

სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში

4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის G106 დარბაზში უმასპინძლებს სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში მეცნიერთა ავტორობით, თანაავტორობითა თუ თანამონაწილეობით შექმნილი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები და ვიდეორგოლები უახლესი გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ შემდეგ დისციპლინებში: არქეოლოგია; სპელეოლოგია; კლიმატოლოგია; გლაციოლოგია; სოციოლოგია და სხვ. ფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო […]

კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მესამე შეხვედრის თემა „შეფასება და სამოტივაციო წერილი“

7 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში მარი ნუცუბიძე გამართავს შეხვედრას თემაზე „შეფასება და სამოტივაციო წერილი“. სტუდენტები გაეცნობიან შეფასების პროცესის მნიშვნელობას და სამოტივაციო წერილის სწორად ფორმირების პრაქტიკულ ასპექტებს. სპიკერის შესახებ მარი ნუცუბიძე თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის შიდა კომუნიკაციების მენეჯერია საბანკო-საფინანსო […]

ფილოსოფიური სემინარი – თამაზ თოხაძის მოხსენება „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“

7 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის მკვლევარი, ასოცირებული პროფესორი თამაზ თოხაძე ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „პოლარიზაციის მექანიზმები და გონივრული შეთანხმების შესაძლებლობა“. პოლარიზაცია, ფართო გაგებით, გულისხმობს ჯგუფებს შორის პოზიციათა მკვეთრ დაშორებას. მოხსენებაში მკვლევარი პოლარიზაციას ძირითადად განიხილავს ფაქტობრივი საკითხების ირგვლივ, მაგალითად, ისეთ თემებთან მიმართებაში, როგორებიცაა რწმენები ვაქცინაციის ეფექტიანობის […]

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან

8 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეექვსე შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან  გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტები: ნინა ბოკუჩავა, მანო ერემაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი მარიამ ბახტაძე. შეხვედრაზე ავტორი ისაუბრებს საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ, სტუდენტები კი მის ლიტერატურულ […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეზე

9 მაისს, 12:00-დან 18:00 საათამდე, ექსპო ჯორჯიის მე-11 პავილიონის ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი (N28), რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს, ინტერაქციულ ტექნოლოგიურ სივრცეებს, სადაც მეცნიერება, ინჟინერია, ინოვაცია და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება. სტუმრებს დახვდებათ: ილიაუნის კიბერლაბორატორია უნილაბის სივრცე - უნიპოდკასტი – ევროპის დღეზე ჩაწერილი მასალებით მომზადდება ვიდეორეპორტაჟი და პოდკასტი; - #ეთამაშე მენტორს – მსურველები […]

დოქტორ კლემენს გიუნთერის წიგნის წარდგენა

11 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი კლემენს გიუნთერი წარადგენს საკუთარ წიგნს „მეტაისტორიოგრაფიული რევოლუცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“ (The Metahistoriographical Revolution Questioning Historical Knowledge in Contemporary Russian Literature). მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვევა. დოქტორმა კლემენს გიუნთერმა საბაკალავრო საფეხურზე ევროპული ეთნოლოგია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში შეისწავლა, […]