Loading Events

« All Events

დოქტორ კლემენს გიუნთერის წიგნის წარდგენა

მაისი 11 / 18:00 - 19:00

11 მაისს, 18:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორი კლემენს გიუნთერი წარადგენს საკუთარ წიგნს „მეტაისტორიოგრაფიული რევოლუცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“ (The Metahistoriographical Revolution Questioning Historical Knowledge in Contemporary Russian Literature).

მკვლევარი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური მობილობის პროგრამის ფარგლებში ეწვევა.

დოქტორმა კლემენს გიუნთერმა საბაკალავრო საფეხურზე ევროპული ეთნოლოგია და ფილოსოფია მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანის უნივერსიტეტში შეისწავლა, სამაგისტრო საფეხურზე კი აღმოსავლეთ ევროპის კვლევების მიმართულებით ბერლინის თავისუფალ და კოლუმბიის უნივერსიტეტებში (ნიუ-იორკი) განაგრძო სწავლა. 2019 წელს ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „მეტაისტორიული რევოლუცია. ისტორიის შემეცნების პრობლემატიზაცია თანამედროვე რუსულ მწერლობაში“.

ამჟამად ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპის კვლევების ინსტიტუტში ასწავლის და საჰაბილიტაციო პროექტზე „კატასტროფის ბუნება. ეკოლოგიური პოეტიკა რუსულ რეალიზმში“ მუშაობს.

კლემენს გიუნთერის კვლევითი ინტერესებია: ჟანრთა პოეტიკა (ისტორიული რომანი, დოკუმენტალიზმი, სამოგზაურო ლიტერატურა), ლიტერატურისა და მეცნიერების ურთიერთმიმართება (მეტეოროლოგია, კლიმატოლოგია, კიბერნეტიკა, ისტორიის მეცნიერება), პოსტკოლონიალიზმი (წარმოსახვის ისტორია: ბაქო, თურქმენეთი, გლობალურობის საბჭოთა კონსტრუქციები), ეკოკრიტიკა (ბუნებრივი კატასტროფები, ფიქციები კლიმატის ცვლილებების შესახებ, ეკოციდი).

მომხსენებლის დეტალურ ბიოგრაფიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.oei.fu-berlin.de/en/kultur/team/guenther/index.html

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 11 მაისი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

2026