Loading Events

« All Events

კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეოთხე შეხვედრის თემა „კავშირების დამყარება“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“

მაისი 14 / 13:00 - 15:00

14 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში უძრავი ქონების სპეციალისტი თამრიკო ხოტივარი გამართავს შეხვედრას თემაზე „კავშირების დამყარება (Networking)“ და „მოლაპარაკების ხელოვნება“.

სპიკერი სტუდენტებს გამოცდილებას გაუზიარებს, როგორ იქმნება პროფესიული კავშირები, რატომ არის networking თანამედროვე შრომით ბაზარზე მნიშვნელოვანი და რა როლი აქვს ეფექტიან კომუნიკაციასა და მოლაპარაკების უნარს კარიერულ განვითარებაში.

სპიკერის შესახებ

თამრიკო ხოტივარს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს უძრავი ქონების სფეროში. აქტიურად მუშაობს საქმიანი ურთიერთობების განვითარებაზე, მოლაპარაკებების წარმოებასა და პროფესიული ქსელების გაფართოებაზე.

Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 14 მაისი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45

Details

Date:
მაისი 14
Time:
13:00 - 15:00
Event Category: