Loading Events

« All Events

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან

მაისი 1 / 19:00 - 20:00

1 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეხუთე შეხვედრა ელენე ჯაფარიძესა და ეკატერინე ტოგონიძესთან გაიმართება.

დისკუსიაში მონაწილეობენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების მაგისტრანტები – გიორგი გუნჯუა, სალომე სანდროშვილი და გვანცა ძამუკაშვილი.

პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 1 მაისი, 19:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.