Loading Events

« All Events

სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალი ილიაუნიში

მაისი 4 / 14:00 - მაისი 5 / 19:00

4-5 მაისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ილიაუნის G106 დარბაზში უმასპინძლებს სამეცნიერო დოკუმენტური ფილმების ფესტივალს, რომელიც ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება ბოლო წლებში მეცნიერთა ავტორობით, თანაავტორობითა თუ თანამონაწილეობით შექმნილი სამეცნიერო დოკუმენტური ფილმები და ვიდეორგოლები უახლესი გარდამტეხი სამეცნიერო აღმოჩენებისა და მიგნებების შესახებ შემდეგ დისციპლინებში:

  • არქეოლოგია;
  • სპელეოლოგია;
  • კლიმატოლოგია;
  • გლაციოლოგია;
  • სოციოლოგია და სხვ.

ფესტივალზე წარდგენილი ნამუშევრებიდან ჟიური შეარჩევს საუკეთესო ფილმს, რომლის ჩვენება გაიმართება 2026 წლის ოქტომბერში ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალზე (KISFF).

ფესტივალის მხარდამჭერები

  • საერთაშორისო სამეცნიერო-პოპულარული ჟურნალი National Geographic;
  • სამეცნიერო-პოპულარული ონლაინგამოცემა NextOn.ge;
  • ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი (KISFF);
  • საქართველოს დოკუმენტური კინოს ასოციაცია – დოკა (DOCA).

 

განრიგი

Details

Start:
მაისი 4 / 14:00
End:
მაისი 5 / 19:00
Event Category: