
7 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში მარი ნუცუბიძე გამართავს შეხვედრას თემაზე „შეფასება და სამოტივაციო წერილი“.
სტუდენტები გაეცნობიან შეფასების პროცესის მნიშვნელობას და სამოტივაციო წერილის სწორად ფორმირების პრაქტიკულ ასპექტებს.
სპიკერის შესახებ
მარი ნუცუბიძე თიბისი ბანკის ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტის შიდა კომუნიკაციების მენეჯერია საბანკო-საფინანსო სექტორის პროფესიონალის 10- წლიანი გამოცდილებით შემდეგი მიმართულებით: თანამშრომელთა ჩართულობის გაზრდა, შიდა კომუნიკაცია, პროექტების მართვა, Employer Branding-ის განვითარება-მხარდაჭერა, ორგანიზაციული კვლევების წარმოება-ანალიზი და თანამშრომელთა სამოტივაციო ინიციატივების დაგეგმვა-განხორციელება.
Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა.
სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/b77b3ziDogCydu8F9
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 მაისი, 13:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზი, ი. ჭავჭავაძის გამზ. N45
2026