დოქტორანტ ილია აკობიას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

21 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ეკოლოგიის ინგლისურენოვანი სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ილია აკობია დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს “Subalpine Birches (Betula spp.) of the South Caucasus: Spatial Structure in the Context of Global Climate Change”. სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ქეთევან ბაცაცაშვილი სამუშაო ენა: ინგლისური დრო: 21 აპრილი, 15:00 საათი […]

საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები“

22 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები, დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციას „ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მექანიზმები“. ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში იმართება. მისი მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენცია, რაც ერთგვაროვანი დანაშაულების (ჩადენის დროის, ხერხის, დამნაშავის ასაკისა თუ სხვა გარემო […]

კარიერული განვითარების პროექტის Level UP მესამე ნაკადი იწყება

23 აპრილს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში ილიაუნის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით დაიწყება პროექტის Level UP მესამე ნაკადი. Level UP შედგება 5 ლექციისგან, რომელთა მიზანია სტუდენტების პროფესიული განვითარებისთვის მნიშვნელოვანი უნარების განვითარება, თანამედროვე შრომითი ბაზრის მოთხოვნათა გაცნობა და კარიერული დაგეგმვის პროცესში მათი მხარდაჭერა. პირველი შეხვედრის სტუმარია ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების […]

ფილოსოფიური სემინარი – პროფესორ თამარ ცოფურაშვილის მოხსენება „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“

23 აპრილს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი თამარ ცოფურაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს საჯარო მოხსენებას „ანტონ პირველის ფილოსოფიური მემკვიდრეობა ინტელექტუალური ისტორიის კონტექსტში“. მომხსენებელი ისაუბრებს ანტონ კათალიკოსის ორ ფილოსოფიურ ნაშრომზე – „სპეკალსა“ და „კატეგორია სიმეტნეზე“. განიხილავს ამ ტექსტებში არსებულ არისტოტელეს იდეებს და ახსნის, რა ადგილი უკავია მათ მსოფლიო […]

აკადემიური შეხვედრა „ენები და რეგიონული იდენტობა იტალიურ და ქართველურ ენებში“

24 აპრილს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში გაიმართება ღონისძიება „ენები და რეგიონული იდენტობა იტალიურ და ქართველურ ენებში“. ღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი. შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები მოკლედ მიმოიხილავენ სვანური და მეგრული ენების გრამატიკულ, ლექსიკურ თუ ფონეტიკურ თავისებურებებს. იტალიური კულტურის ცენტრის მიერ მოწვეული სტუმრები ლუკა პასკუალი და დავიდე […]

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ ივა ფეზუაშვილთან

24 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“  მეოთხე შეხვედრა მწერალ ივა ფეზუაშვილთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები ნინი მიქელაძე და მარიამ გორგილაძე, ამავე მიმართულების მაგისტრანტები ანი დიდიშვილი და ქეთი ევსია. ივა ფეზუაშვილი ისაუბრებს საკუთარ ნაწარმოებთა შექმნისა და თემატიკის შესახებ, […]

„SEO ოპტიმიზაცია“ – TBILISI WORDPRESS MEETUP-ის ღონისძიებათა ციკლი

25 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება Tbilisi WordPress Meetup-ის ღონისძიებათა ციკლის მორიგი შეხვედრა თემაზე „SEO ოპტიმიზაცია“. სპიკერები: დიმიტრი ჭიჭინაძე, Leverage-ის SEO მენეჯერი SEO for WordPress: რეალური შეცდომები, რომლებიც კლავს ტრაფიკს ნინო მჭედლიშვილი, პორტალის თანადამფუძნებელი, SEO ექსპერტი როგორ ვაქციოთ WordPress საიტი საძიებო სისტემებისთვის ეფექტურ პლატფორმად SEO + AEO + GEO პრაქტიკაში […]

შეხვედრა მწერალ ერიკ ლისთან

27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ამერიკელი მწერალი, პროფკავშირული აქტივისტი და ილიაუნის საპატიო დოქტორი ერიკ ლი მკითხველებს შეხვდება. მწერალი ისაუბრებს საქართველოს შესახებ დაწერილ თავის წიგნებზე და აუდიტორიას გააცნობს ახალ პროექტს, ნაშრომს „სტალინის ბოლო საიდუმლო: ღალატი, შეთქმულება, მეხსიერება“, რომელზეც ამჟამად მუშაობს. ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია, მათ შორისაა სამი […]

შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან

28 აპრილს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გერმანული ენის საზოგადოების (GfdS) თბილისის განყოფილების ორგანიზებით გაიმართება შეხვედრა გერმანელ პოეტ ბენიამინ ბაუმანთან. შეხვედრაზე პოეტი წაიკითხავს თავის ნაწარმოებებს, შემდეგ კი გაიმართება დისკუსია თემაზე „ლიტერატურა, პოლიტიკა და ევროპა. როგორ ვწეროთ შერყეულ სამყაროში?“ („Literatur, Politik & Europa. Wie schreibt es sich in einer Welt aus den Fugen?“). […]

დოქტორანტ ნატალია კიკნაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

29 აპრილს, 17:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ნატალია კიკნაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფტალატების პრენატალური ნეიროტოქსიკური პოტენციალის შეფასება“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ელენე ჟურავლიოვა სამუშაო ენა: ქართული დრო: 29 აპრილი, 17:30 საათი ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი […]