
27 აპრილს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ამერიკელი მწერალი, პროფკავშირული აქტივისტი და ილიაუნის საპატიო დოქტორი ერიკ ლი მკითხველებს შეხვდება.
მწერალი ისაუბრებს საქართველოს შესახებ დაწერილ თავის წიგნებზე და აუდიტორიას გააცნობს ახალ პროექტს, ნაშრომს „სტალინის ბოლო საიდუმლო: ღალატი, შეთქმულება, მეხსიერება“, რომელზეც ამჟამად მუშაობს.
ერიკ ლი მრავალი სტატიის, წიგნისა და კვლევის ავტორია, მათ შორისაა სამი წიგნი საქართველოს შესახებ, რომლებიც ქართულ ენაზე „ზიარმა“ გამოსცა: „ექსპერიმენტი: მივიწყებული ქართული რევოლუცია“, (2018), „ქართული ამბოხი ტექსელზე: ბოლო ბრძოლა ევროპაში“, (2020) (ორივე წიგნი თარგმნა ქეთი ქანთარიამ); „1924 წლის აჯანყება: საქართველო და დემოკრატიული სოციალიზმის დაბადება“ (მთარგმნელი – ნინო ბარძიმიშვილი). მისი წიგნები ასევე თარგმნილია რუსულ, ჩეხურ და ჰოლანდიურ ენებზე.
2022 წელს ერიკ ლის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 27 აპრილი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.