Loading Events

« All Events

საჯარო ლექცია „ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმები“

აპრილი 22 / 15:00 - 17:00

22 აპრილს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები, დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი წაიკითხავენ საჯარო ლექციას „ორგანიზებული დანაშაულისა და ქურდულ სამყაროსთან ბრძოლის მექანიზმები“.

ღონისძიება საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში იმართება. მისი მთავარი მიზანია დანაშაულის პრევენცია, რაც ერთგვაროვანი დანაშაულების (ჩადენის დროის, ხერხის, დამნაშავის ასაკისა თუ სხვა გარემო ფაქტორების) ანალიზსა და შესაბამისი პრევენციული აქტივობების დაგეგმვას გულისხმობს. პროექტი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება, რის გამოც პროკურატურის წარმომადგენლები საგანმანათლებლო დაწესებულებებში საინფორმაციო შეხვედრებსა და საჯარო ლექციებს სისტემატიურად ატარებენ. პროექტი ამერიკულ მოდელს ეფუძნება და საქართველოში 2007 წლიდან ხორციელდება.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 აპრილი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.

Details

Date:
აპრილი 22
Time:
15:00 - 17:00
Event Categories:
,