
24 აპრილს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეოთხე შეხვედრა მწერალ ივა ფეზუაშვილთან გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ბაკალავრიატის სტუდენტები ნინი მიქელაძე და მარიამ გორგილაძე, ამავე მიმართულების მაგისტრანტები ანი დიდიშვილი და ქეთი ევსია.
ივა ფეზუაშვილი ისაუბრებს საკუთარ ნაწარმოებთა შექმნისა და თემატიკის შესახებ, მომხსენებლები კი მის ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ.
პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 24 აპრილი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.