ფილოსოფიური სემინარი „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“

14 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ია გელიტაშვილი ფილოსოფიური სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „სახელმწიფოთა შორის ინტერვენციის მორალური დილემა თომას სკანლონის კონტრაქტუალიზმის პერსპექტივით“. მიუხედავად იმისა, რომ სუვერენიტეტი ტრადიციულად საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპად არის გაგებული (დაფუძნებული ჩაურევლობისა და პოლიტიკური თვითგამორკვევის ნორმებზე), სუვერენიტეტის ავტორიტეტი მორალურად გაურკვეველი ხდება სერიოზული ზიანის მომტან […]

პროფესორ პიერ-ჰერვე ლუპის საჯარო ლექცია „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“

15 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საფრანგეთის კლოდ ბერნარ ლიონის უნივერსიტეტის (UCBL) პროფესორი, დოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“. თვალების სწრაფი მოძრაობით (REM) მიმდინარე, ანუ პარადოქსული, ძილი ხასიათდება ღვიძილის მსგავსი ტვინის აქტივობითა და კუნთების ტონუსის გაქრობით. მომხსენებელი განიხილავს  უახლეს კვლევებს, რომლებიც ხსნის, თუ […]

ლექციების ციკლი „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ – შეხვედრა მწერალ დავით გაბუნიასთან

15 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეშვიდე შეხვედრა მწერალ  დავით გაბუნიასთან გაიმართება. დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მაგისტრანტები: გიორგი გუნჯუა, ლალუკა გელაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი თინა ჯელია. პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის […]

პროფესორ პეტრ ცერინგერის საჯარო ლექცია „ბიოლოგიური მრავალფეროვნება პოლონეთში: კვლევა და კონსერვაცია”

18 მაისს, 16:00 საათზე, ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი პეტრ ცერინგიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბიოლოგიური მრავალფეროვნება პოლონეთში: კვლევა და კონსერვაცია“. პოლონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, გამორჩეული  გეოლოგიური და ტოპოგრაფიული მრავალფეროვნებით. მასზე გავლენას ახდენს როგორც ოკეანური, ისე კონტინენტური კლიმატი, ხოლო მის რეგიონებზე სხვადასხვა ხარისხით აისახება ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები. ლექციის მიზანია […]

ნარკოტიკული დანაშაული და პრევენცია – შეხვედრა პროკურორებთან

19 მაისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ორგანიზებით პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა და საჯარო ლექცია, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის პროკურორები დავით დევიძე და ვანო მჭედლიშვილი ისაუბრებენ ნარკოტიკულ დანაშაულებათა შესახებ. პროექტის „საზოგადოებრივი პროკურატურა“ შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურის პროექტი „საზოგადოებრივი პროკურატურა“ 2007 წლიდან ხორციელდება. ის არის ამერიკული მოდელი  (აქტიურად […]

პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია ილიაუნიში

20 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება პროფესორ გიორგი გვალიას წიგნის „ევროკავშირი, როგორც გლობალური აქტორი: ინსტიტუტები, ღირებულებები და ინტერესები“ პრეზენტაცია. 11:30 საათზე გაიმართება პანელური დისკუსია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ურთიერთობების დინამიკა, გამოწვევები და პერსპექტივები“, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: ივანე […]

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“

20 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 საკონფერენციო დარბაზში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ჟან მონეს კათედრა ილიაუნიში“ და მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ორგანიზებით გაიმართება სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია „ევროკავშირი და სამხრეთ კავკასია: ინტეგრაცია, უსაფრთხოება და რეგიონული გარდაქმნები“. კონფერენცია მიზნად ისახავს სტუდენტთა აკადემიური კვლევის, კრიტიკული აზროვნებისა და დისკუსიის წახალისებას ევროინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე […]

კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეხუთე შეხვედრის თემა „საკუთარი თავის წარდგენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“

21 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარდგენისა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. შეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში, როგორ მოემზადონ […]

კარიერული განვითარების პროექტი Level UP – მეხუთე შეხვედრის თემა „საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრება“

21 მაისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 აუდიტორიაში სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის კარიერული განვითარების სერვისების ორგანიზებით პროექტ Level UP-ის ფარგლებში გაიმართება მეხუთე, დასკვნითი ლექცია საკუთარი თავის წარმოჩენა და დამსაქმებელთან გასაუბრების (Job Interview) შესახებ. შეხვედრას გაუძღვება ანა ყულოშვილი, Helio AI-ის მომხმარებელთა წარმატებისა და კორპორაციული კულტურის ლიდერი/ხელმძღვანელი. შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ პრაქტიკულ რჩევებს, როგორ წარმოაჩინონ დამაჯერებლად უნარები, მოტივაცია და გამოცდილება პროფესიულ გარემოში, როგორ მოემზადონ […]

შეხვედრა რეგიონული გასტრონომიული ტურიზმის მეწარმეებთან

21 მაისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E405 აუდიტორიაში ტურიზმის მენეჯმენტის ცენტრის ორგანიზებითა და სალექციო კურსის „სარესტორნო ბიზნესის მენეჯმენტი“ ლექტორის, დალილა ცატავას ინიციატივით გაიმართება შეხვედრა საქართველოს რეგიონების გასტრონომიული ტურიზმის მიმართულების მეწარმეთა მონაწილეობით. შეხვედრის მთავარი მიზანია სტუდენტებს დაანახონ პრაქტიკული კავშირი სასწავლო პროცესსა და რეგიონულ განვითარებას შორის, გააცნონ  რეგიონი, როგორც განვითარების, უნიკალური იდენტობისა და ეკონომიკური შესაძლებლობების სივრცე, […]