Loading Events

« All Events

პროფესორ პიერ-ჰერვე ლუპის საჯარო ლექცია „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“

მაისი 15 / 16:00 - 17:00

15 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საფრანგეთის კლოდ ბერნარ ლიონის უნივერსიტეტის (UCBL) პროფესორი, დოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი წაიკითხავს საჯარო ლექციას „პარადოქსული (REM) ძილისას აქტიური ნეირონული ქსელები და მათი ფუნქციები“.

თვალების სწრაფი მოძრაობით (REM) მიმდინარე, ანუ პარადოქსული, ძილი ხასიათდება ღვიძილის მსგავსი ტვინის აქტივობითა და კუნთების ტონუსის გაქრობით. მომხსენებელი განიხილავს  უახლეს კვლევებს, რომლებიც ხსნის, თუ როგორ აკონტროლებს ტვინის კონკრეტული ნეირონული ქსელები ძილის ამ ფაზას, ისაუბრებს,  როგორ მონაწილეობს პარადოქსული ძილის დროს ტვინის ლიმბური სტრუქტურების გააქტიურება სიზმრების წარმოქმნაში, რთული მოტორული დავალებების შესრულებასა და მეხსიერების (მათ შორის შიშის მეხსიერების) კონსოლიდაციაში. ასევე გააანალიზებს, რამდენად წარმოადგენს REM ფაზა ნამდვილად „პარადოქსულ მდგომარეობას“ და თანამედროვე გენეტიკური ინსტრუმენტები როგორ გვეხმარება მის შესწავლაში.

დოქტორი პიერ-ჰერვე ლუპი საერთაშორისოდ აღიარებული მეცნიერია, რომელიც იკვლევს ძილ-ღვიძილის ციკლის მექანიზმებს, ძილის კოგნიტურ როლსა და ისეთ პათოლოგიებს, როგორებიცაა ნარკოლეფსია და REM ძილის ქცევითი აშლილობა. კონკრეტულად, მან აღწერა პარადოქსული ძილის დროს კუნთების მოდუნებაზე პასუხისმგებელი ტვინის ქსელები და დაახასიათა თავის ტვინის ქერქის მდგომარეობა უჯრედულ დონეზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 15 მაისი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

აბსტრაქტი