
18 მაისს, 16:00 საათზე, ვარშავის კარდინალ სტეფან ვიშინსკის უნივერსიტეტის ბიოლოგიისა და გარემოსდაცვითი მეცნიერებების ფაკულტეტის პროფესორი პეტრ ცერინგიერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ბიოლოგიური მრავალფეროვნება პოლონეთში: კვლევა და კონსერვაცია“.
პოლონეთი ცენტრალური ევროპის ქვეყანაა, გამორჩეული გეოლოგიური და ტოპოგრაფიული მრავალფეროვნებით. მასზე გავლენას ახდენს როგორც ოკეანური, ისე კონტინენტური კლიმატი, ხოლო მის რეგიონებზე სხვადასხვა ხარისხით აისახება ადამიანის საქმიანობით გამოწვეული ცვლილებები.
ლექციის მიზანია მსმენელს გააცნოს პოლონეთის ლანდშაფტების, ეკოსისტემებისა და სახეობათა მრავალფეროვნება. მომხსენებელი მოკლედ მიმოიხილავს ბიომრავალფეროვნებასთან დაკავშირებულ კვლევებსა და კონსერვაციის (დაცვის) ღონისძიებებს, ყურადღებას გაამახვილებს პრობლემებზე, რომელთა წინაშეც დგას პოლონეთში ბუნებისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა.
პეტრ ცერინგიერი აკადემიური პედაგოგი და მკვლევარია მრავალწლიანი გამოცდილებით. მისი სპეციალობაა მწერების ეკოლოგია და ბიოგეოგრაფია. ახლანდელი ნაშრომების ფოკუსია ჭიამაიების (Coleoptera: Coccinellidae) ფაუნა რამდენიმე პალეარქტიკულ რეგიონში, უცხო (ინვაზიური) სახეობების გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში და ბუნებრივი მტრების (პარაზიტები, პარაზიტოიდები, პათოგენები) პოტენციალი მათი რაოდენობის კონტროლისთვის.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 18 მაისი, 16:00 საათი
ადგილი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.