დოქტორ ირის ხარალამბიდუს საჯარო ლექცია „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“
21 მაისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ბიოლოგიისა და ეკოლოგიის დოქტორი ირის ხარალამბიდუ წაიკითხავს საჯარო ლექციას „კვიპროსი – ხმელთაშუა ზღვის ბიომრავალფეროვნების კერა“. მომხსენებელი ისაუბრებს კვიპროსის მდიდარსა და უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე. კვიპროსი აღიარებულია ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ბიომრავალფეროვნების მნიშვნელოვან კერად და ენდემური ფლორისა და ფაუნის განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ლექცია შეეხება კუნძულის ეკოსისტემების ეკოლოგიურ მნიშვნელობასა და მათი დაცვის აუცილებლობას […]