
25, 27 და 28 მაისს, 16:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში პადუის უნივერსიტეტის (იტალია) ემერიტუს-პროფესორი, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის პროფესორი, დარგის ერთ-ერთი წამყვანი ექსპერტი, მედიცინის დოქტორი (MD) პაოლო ბერნარდი გამართავს ვორკშოპს „მიტოქონდრია: ენერგიის კონსერვაციიდან დაავადების პათოგენეზსა და თერაპიამდე“.
ვორკშოპის პროგრამა აკავშირებს ისტორიულ ბიოენერგეტიკასა და თანამედროვე სამედიცინო კვლევებს. შეხვედრები მიეძღვნება მიტოქონდრიის სასიცოცხლო როლის განხილვას როგორც ჯანმრთელობის, ისე დაავადებების მართვის პროცესში.
პროგრამის ძირითადი საკითხები:
ვის შეუძლია მონაწილეობა?
სტუდენტებს, მკვლევრებსა და კლინიცისტებს, რომელთაც სურთ, გაიღრმაონ ცოდნა მიტოქონდრიული სიგნალიზაციისა და მისი თერაპიული მნიშვნელობის შესახებ.
კურსის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა დასწრების სერტიფიკატი.
რეგისტრაცია
მონაწილეობის მსურველებმა წინასწარ უნდა გაიარონ რეგისტრაცია ბმულზე: https://forms.gle/Yr8q725QgRiu4Kmn7
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 25, 27, 28 მაისი, 16:00-18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3