
21 მაისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზში გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედ სემინარზე მუშეგ ღაჰრიანი და არამ აბაჯიანი წარადგენენ პროექტს „კონფლიქტების ზეგავლენა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოების ურთიერთობებზე“.
სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის სახელმწიფოებს შორის ურთიერთობების შესწავლა დღეს აქტუალურია, რადგან მასზე გავლენას ახდენს რიგი ფაქტორები, მათ შორის: ისტორიული მემკვიდრეობა, რეგიონული კონფლიქტები, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები, ასევე სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების გაფართოება და გაღრმავება.
პროექტის მიზანია შეისწავლოს, როგორ იმოქმედა რეგიონულმა კონფლიქტებმა სამხრეთ კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და ევოლუციაზე.
მომხსენებლები
პროექტის ხელმძღვანელია მუშეგ ღაჰრიანი, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის სომხური კვლევების ინსტიტუტისა და აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის თანამშრომელი. 2016 წელს მიენიჭა დოქტორის ხარისხი. მისი სამეცნიერო ინტერესებია: არაბული ქვეყნების თანამედროვე ისტორია და საგარეო პოლიტიკა, სომხეთის საგარეო პოლიტიკა და სომხურ-არაბული ურთიერთობები. მკვლევრის უახლეს პუბლიკაციებს შორისაა: “Building a Broad Partnership: The Evolution of Armenia–UAE Relations” (Contemporary Review of the Middle East, 2025), “The Independence Referendum in Iraqi Kurdistan: Egypt’s Position and Coverage in Egyptian Online Media” (British Journal of Middle Eastern Studies, 2024).
არამ აბაჯიანი სომხეთის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მკვლევარია. 2017 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია შანდონგის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერებებისა და საჯარო ადმინისტრირების ფაკულტეტზე. მისი სამეცნიერო ინტერესებია: ჩინეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა, ერთი სარტყლის გზის ინიციატივა, მისი განხორციელება და პერსპექტივები ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში, ასევე შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია და ყურის თანამშრომლობის ორგანიზაცია.
მოდერატორი – პროექტის კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი სანიკიძე
პროექტის მხარდამჭერია სომხეთის რესპუბლიკის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი (პროექტის N 25YR-6A008).
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 21 მაისი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S201/202 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.