დოქტორანტ თორნიკე გოგინაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

8 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ფილოსოფია“ დოქტორანტი თორნიკე გოგინაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „თომა აქვინელის კომენტარები არისტოტელეს ნაშრომზე “Peri hermeneias” და მათი შედარებითი კვლევა კომენტარების ქართულენოვან ვერსიასთან“ (“Thomas Aquinas’s Commentary on Aristotle’s Peri Hermeneias and a Comparative Study of the Georgian Translation of the Commentary”). სამეცნიერო […]

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეზე ბათუმში

11 ივლისს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში „ევროპის დღეს“ შავი ზღვის სანაპიროზე აღნიშნავს. 12:00-დან 17:00 საათამდე, ჰილტონ ბათუმში, ციფრულ სივრცეში წარმოდგენილი იქნება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტენდი (N27), რომელზეც სტუმრები გაეცნობიან ილიაუნისა და ევროკავშირის თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს, ინტერაქციულ ტექნოლოგიურ სივრცეებს, სადაც მეცნიერება, ინჟინერია, ინოვაცია და პრაქტიკული გამოცდილება ერთიანდება. სტუმრებს დახვდებათ: ტექნოლოგიური მეწარმეობისა და ინოვაციების განვითარების ცენტრი და ფაბლაბ ილიაუნის სივრცე ტექმეწარმეობის ცენტრის, ფაბლაბის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ELICIA – Empowering […]

დოქტორანტ ანა ქათამაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

13 ივლისს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის განათლების სკოლის განათლების მეცნიერების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი ანა ქათამაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ფორმალური და არაფორმალური განათლების ენა ადამიანის სექსუალობის შესახებ: დისკურსის კრიტიკული ანალიზი“. სამეცნიერო ხელმძღვანელი − ნათია ანდღულაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი თანახელმძღვანელი − ქეთი ცოტნიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი სამუშაო ენა: ქართული […]

დოქტორანტ მათე თევზაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

13 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 აუდიტორიაში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის („ფილოსოფია“) დოქტორანტი, მათე თევზაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ჰეგელის გონივრული არჩევანი: ჰეგელის გონივრული ქმედებისა და გადაწყვეტილების თეორიის ფილოსოფიური შედარება“ (Hegel’s Theory of Rational Action and Decision Theory: A Philosophical Comparison). დოქტორანტი ნაშრომს დაიცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მიუნსტერის ვესტფალიის ვილჰელმის უნივერსიტეტს […]

დოქტორანტ ირინა ცერცვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

15 ივლისს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ირინა ცერცვაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე: ნატო – ევროკავშირის პარტნიორობა“ (“The Euro-Atlantic Security Architecture Facing the Hybrid Challenge: The NATO-EU Partnership”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 15 ივლისი, 14:00 საათი […]

დოქტორანტ ნინო სიფრაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ნინო სიფრაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მარგინალიზაცია და ქართული მუსლიმური კონტერპუბლიკების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა აჭარაში“ (Marginalization and the Making of Georgian Muslim Counterpublics in Post-Soviet Ajara). დისერტაციის ძირითადი არგუმენტის მიხედვით, პოსტსაბჭოთა აჭარაში ტრანსნაციონალური რელიგიური განათლების მქონე ქართველი მუსლიმები ისლამის […]

პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია

17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია. პროექტი მოიცავს ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებით ონლაინლექსიკონსა და მიზნობრივ სავარჯიშოებს. ახალი ციფრული რესურსი ენის ათვისების საწყის ეტაპზე […]

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 28-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

16 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 28-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და კონცერტზე  შესრულდება: ქართული ხალხური სიმღერები (მათ შორის ჩონგურის თანხლებით); საეკლესიო გალობა; ქალაქური სიმღერები; უცხოური ფოლკლორის ნიმუშები. გარდა სიმღერებისა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ფერხული და ცეკვა გუნდის წევრების შესრულებით. დრო: 16 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]

დოქტორანტ დავით ცარიელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

17 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი დავით ცარიელაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოგზაურობა როგორც ამერიკული და ქართული მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი პარადიგმა“ (The Journey as a Paradigm of the American and Georgian Modernist Novel). სამეცნიერო ხელმძღვანელი – პაატა ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 17 […]

ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები“

23 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორიაში გაიმართება ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო ურბანული სივრცის კვლევა და ინტერპრეტაცია“ სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები: მელიქიშვილის პროსპექტისა და კოსტავას ქუჩის გადაკვეთაზე“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა  გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო მასალები. ექსპოზიცია დეტალურად ასახავს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისა და მიმდებარე არეალის ტრანსფორმაციის პროცესს. დრო: 23 ივლისი, 19:00 […]