
8 მაისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ლექციების ციკლის „უახლესი ქართული ლიტერატურა თანამედროვე თეორიული პარადიგმების ჭრილში“ მეექვსე შეხვედრა მწერალ ანა კორძაია-სამადაშვილთან გაიმართება.
დისკუსიაში მონაწილეობას მიიღებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების დოქტორანტები: ნინა ბოკუჩავა, მანო ერემაშვილი და ამავე მიმართულების მაგისტრი მარიამ ბახტაძე.
შეხვედრაზე ავტორი ისაუბრებს საკუთარი ნაწარმოებების შექმნისა და თემატიკის შესახებ, სტუდენტები კი მის ლიტერატურულ ტექსტებზე მეცნიერულ დაკვირვებებს წარმოადგენენ და თეორიული მიდგომების საფუძველზე გააანალიზებენ.
პროექტის მიზანია უახლესი ქართული ლიტერატურის კვლევაში თანამედროვე თეორიული მიდგომების გამოყენების შესაძლებლობის წარმოჩენა, სხვადასხვა თაობის ლიტერატურათმცოდნეთა შორის საუკეთესო კვლევითი პრაქტიკის გაზიარება და აკადემიური სინერგიის შექმნა.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 8 მაისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2026