მრგვალი მაგიდა „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“
17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“. დღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია, ისე გადაკვეთა. 1945 წლის შემდეგ შექმნილი და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ფესვგადგმული საერთაშორისო წესრიგი მოირყა. ამავდროულად, როგორც მეტროპოლიებში, ისე პერიფერიაში ავტორიტარიზმი იზრდება, რაც საფრთხეს უქმნის დემოკრატიულ მონაწილეობას, ინტელექტუალურ თავისუფლებას […]