
22 ივნისიდან – 16 ივლისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტზე იგეგმება სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული.
სადოქტორო კოლოკვიუმი პროგრამებით გათვალისწინებული სავალდებულო კომპონენტია, რომლის ფარგლებშიც დოქტორანტები წინასწარ შეთანხმებული კვლევის გეგმის შესაბამისად წარადგენენ კვლევის ანგარიშს შესაბამისი მიმართულების დარგობრივი კომისიის წევრების, აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და სტუდენტების წინაშე.
კოლოკვიუმები მიზნად ისახავს კვლევითი პროცესის სისტემატიზაციასა და დოქტორანტისთვის მის პროგრესთან დაკავშირებით განმავითარებელი უკუკავშირის მიწოდებას როგორც დარგობრივი კომისიისგან და ხელმძღვანელისგან, ასევე კოლოკვიუმზე დამსწრე დარგობრივი და მომიჯნავე დისციპლინების პროფესორებისგან, მკვლევრებისგან, სტუდენტებისგან და ორგანიზაციებისგან (მათი ჩართულობის შემთხვევაში).
სადოქტორო კოლოკვიუმების კვირეული დაიწყება 22 ივნისს და დასრულდება 16 ივლისს.
დეტალური ინფორმაცია: კოლოკვიუმების განრიგი, მომხსენებლები, თემები და ზუსტი თარიღები, ასევე ადგილმდებარეობა, გთხოვთ, იხილოთ თანდართულ ფაილში.