Loading Events

« All Events

  • This event has passed.

საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026

ივნისი 20 / 11:00 - 18:00

20 ივნისს, 11:00-18:00 საათზე, რადიოქალაქში (District 4) საქართველოს რობოტიკის ასოციაციის (GRA) ორგანიზებით გაიმართება საქართველოს STEAM და რობოტიკის ჩემპიონატი 2026 – ერთდღიანი ტექნოლოგიური ფესტივალი, რომელიც გააერთიანებს მოსწავლეებს, სტუდენტებს, ახალგაზრდა ინჟინრებს, სკოლებს, უნივერსიტეტებს, ტექნოლოგიურ კომპანიებსა და ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ვიზიტორებს.

ღონისძიების მიზანია STEAM განათლების, რობოტიკის, ინჟინერიისა და თანამედროვე ტექნოლოგიების პოპულარიზაცია, ახალგაზრდების წახალისება ინოვაციური იდეების შექმნისკენ და მათი ნამუშევრების ფართო აუდიტორიის წინაშე წარმოჩენა.

სტუმრები დაესწრებიან ჩემპიონატებს, დაათვალიერებენ ტექნოლოგიურ პროექტებს, გაეცნობიან თანამედროვე ტექნოლოგიებს, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა აქტივობასა და ვორკშოპში, შეხვდებიან ახალგაზრდა გამომგონებლებს, ინჟინრებსა და ტექნოლოგიური სფეროს წარმომადგენლებს.

ჩემპიონატები

  • საქართველოს რობოტიკის ჩემპიონატი SUMO და Line Follower კატეგორიებში
  • სასკოლო რობოტიკის ჩემპიონატი
  • STEAM პროექტების კონკურსი სკოლებისთვის
  • RC მანქანების ჩემპიონატი

სივრცეები და ღონისძიებები

  • Gaming სივრცე
  • სამაგიდო თამაშების სივრცე
  • RC მანქანების სივრცე
  • დრონების საფრენი სივრცე
  • Battle Bot მინი საბრძოლო არენა
  • პირველადი დახმარების პრაქტიკული სივრცე
  • ტექნოლოგიური ვორკშოპები და მასტერკლასები
  • ტექნოლოგიური დემონსტრაციები
  • გათამაშებები, ქვიზები და ინტერაქტიული აქტივობები
  • კვებისა და დასვენების სივრცე
  • პარტნიორი კომპანიებისა და ორგანიზაციების საგამოფენო სტენდები

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ

  • დაათვალიერონ მოსწავლეებისა და ახალგაზრდების მიერ შექმნილი ტექნოლოგიური პროექტები
  • უყურონ რობოტებისა და RC მანქანების შეჯიბრებებს
  • შეხვდნენ ინჟინრებს, მენტორებსა და გამომგონებლებს
  • ჩაერთონ ვორკშოპებსა და პრაქტიკულ აქტივობებში
  • გამოსცადონ სხვადასხვა ტექნოლოგია საკუთარი ხელით
  • მიიღონ მონაწილეობა გათამაშებებსა და ინტერაქტიულ აქტივობებში
  • გაატარონ საინტერესო დღე ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სამყაროში

დრო: 20 ივნისი, 11:00-18:00

ადგილმდებარეობა: რადიოქალაქი (District 4), ბარბარე ბაირამაშვილის N3, თბილისი

ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

 

Details

Date:
ივნისი 20
Time:
11:00 - 18:00
Event Category: