Loading Events

« All Events

ვაცლავ ჰაველის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

ივნისი 18 / 19:00 - 20:30

18 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვაცლავ ჰაველის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საჯარო ცერემონია.

დაჯილდოების ცერემონიამდე კონკურსის ჟიურის წევრების მონაწილეობით გაიმართება პანელური დისკუსია. გამარჯვებულებს ჯილდოებს გადასცემენ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე.

ღონისძიების ორგანიზატორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჩეხეთის ცენტრი თბილისში. ღონისძიება ხორციელდება ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოსა და ვაცლავ ჰაველის ბიბლიოთეკის (პრაღა) მხარდაჭერით.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.


დღის წესრიგი

19:00-19:05 – ჩეხეთის ცენტრის დირექტორის, ოსამუ ოკამურას მისალმება

19:05-19:30 – პანელური დისკუსია

19:30-20:00 – დაჯილდოების ცერემონია (მონაწილეობენ ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი პეტრ კუბერნატი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე)

20:00-20:30 – არაფორმალური ნაწილი


დრო: 18 ივნისი, 19:00 – 20:30 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

Details

Date:
ივნისი 18
Time:
19:00 - 20:30
Event Categories:
,