აკადემიური შეხვედრა „ენები და რეგიონული იდენტობა იტალიურ და ქართველურ ენებში“
24 აპრილს, 11:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S501 აუდიტორიაში გაიმართება ღონისძიება „ენები და რეგიონული იდენტობა იტალიურ და ქართველურ ენებში“. ღონისძიების ორგანიზატორია იტალიური ენის პედაგოგი მანანა სიფრაშვილი. შეხვედრაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის იტალიური ენის კურსის სტუდენტები მოკლედ მიმოიხილავენ სვანური და მეგრული ენების გრამატიკულ, ლექსიკურ თუ ფონეტიკურ თავისებურებებს. იტალიური კულტურის ცენტრის მიერ მოწვეული სტუმრები ლუკა პასკუალი და დავიდე […]