Loading Events

« All Events

გამოფენა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიას შორის მიმდინარე აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობების წარდგენა

ივნისი 15 / 15:00 - 17:00

15 ივნისს 15:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება გამოფენის გახსნა „გლობალური კავშირები. გერმანელები საქართველოში (1817-1941)“ და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და გერმანიას შორის მიმდინარე აკადემიური და კვლევითი თანამშრომლობების წარდგენა. ღონისძიებას დაესწრება გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ბატონი ერნსტ პეტერ ფიშერი და გერმანული ფონდებისა და სააგენტოების წარმომადგენლები.

პროექტი გლობალური კავშირებიგერმანელები საქართველოში (1817-1941 წწ.)“ განხორციელდა ზიგენის უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ეროვნული არქივის და „სამხრეთ კავკასიაში გერმანიის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირის“ თანამშრომლობით. პროექტი დააფინანსა გერმანიის ფედერალური მთავრობის კომისარმა კულტურისა და მედიის საკითხებში.

გერმანია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული პარტნიორია საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართულებით. უნივერსიტეტი წარმატებით თანამშრომლობს მრავალ გერმანულ უმაღლეს საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებასთან ერთობლივი და ორმაგი ხარისხის პროგრამების, კვლევითი პროექტების, სამეცნიერო კოლაბორაციისა და აკადემიური მობილობის ფარგლებში. ეს ურთიერთობა აქტიურად ვითარდება ისეთი გერმანული ფონდებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების მხარდაჭერით, როგორიცაა გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD), გერმანიის ფედერალური განათლებისა და კვლევის სამინისტრო (BMBF), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ფოლკსვაგენის ფონდი (VolkswagenStiftung), ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი (Alexander von Humboldt Foundation), გერმანიის სამეცნიერო-კვლევითი საზოგადოება (DFG), კონრად ადენაუერის ფონდი (Konrad-Adenauer-Stiftung), მაქს ვებერის ფონდი (Max Weber Stiftung) და სხვები. წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულმა მტკიცე პარტნიორობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ილიაუნის ინტერნაციონალიზაციის პროცესში და შექმნა მყარი საფუძველი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის განათლების, მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროებში.

დრო 15 ივნისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

Details

Date:
ივნისი 15
Time:
15:00 - 17:00
Event Category: