Loading Events

« All Events

რელიგიის კვლევების დღეები ილიაუნიში

ივნისი 15 / 16:00 - 21:00

15-17 ივნისს წიგნის სახლში „ლიგამუსი“ რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის მეათე საიუბილეო წლის აღსანიშნავად გაიმართება ღონისძიებათა ციკლი „რელიგიის კვლევების დღეები“ – მოეწყობა საჯარო დისკუსიები, ჩატარდება სტუდენტური კონფერენცია, გაიმართება ღია კარის დღე, ფილმის ჩვენება და კვლევის პრეზენტაციები ქართველ და უცხოელ მეცნიერთა, მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების, პროგრამის კურსდამთავრებულთა და სხვ. მონაწილეობით.

ღონისძიებას გახსნის ნინო დობორჯგინიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ილიაუნის რელიგიის კვლევების პროგრამის შესახებ ისაუბრებს სოფო ზვიადაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა.

სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური

დრო: 15-17 ივნისი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32

დასწრება თავისუფალია.