„ჩვენი ოთახი“ – ქალთა გაძლიერების, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები ილიაუნიში
8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში იწყება ქალთა გაძლიერების, ცნობიერების ამაღლებისა და ურთიერთმხარდაჭერის დღეები „ჩვენი ოთახი“ ილიაუნის ქალთა გაძლიერების ალუმნი ქსელის ორგანიზებით. გარემოში, რომელშიც ქალთა უფლებებზე საუბარს ხშირად აფერხებს დეზინფორმაცია, სტერეოტიპები და სოციალური სტიგმა, „ჩვენი ოთახი“ მიზნად ისახავს, შექმნას უსაფრთხო და ცოდნაზე დაფუძნებული მხარდამჭერი სივრცე ფემინისტური ცოდნის, ქალთა ისტორიული გამოცდილების, ზრუნვის პრაქტიკის, სხეულებრივი ავტონომიის, ძალადობის ამოცნობისა […]