
11 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვიურცბურგის (გერმანია) იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორანტი ნეა სოლანდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპულ სამეზობლოში“.
მომხსენებელი ისაუბრებს Horizon Europe-ის პროექტ EMBRACE-ის ძირითად მიგნებებზე. პროექტი იკვლევდა ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის პერსპექტივებსა და დაბრკოლებებს ევროპის სამეზობლოში.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 11 ივნისი, 19:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზირი N32
დასწრება თავისუფალია.