დოქტორანტ ირინა ცერცვაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

15 ივლისს, 14:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსში“ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „პოლიტიკის მეცნიერება“ დოქტორანტი ირინა ცერცვაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა ჰიბრიდული გამოწვევის წინაშე: ნატო – ევროკავშირის პარტნიორობა“ (“The Euro-Atlantic Security Architecture Facing the Hybrid Challenge: The NATO-EU Partnership”). სამეცნიერო ხელმძღვანელი – დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 15 ივლისი, 14:00 საათი […]

დოქტორანტ ნინო სიფრაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

16 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „კულტურის კვლევები“ დოქტორანტი ნინო სიფრაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მარგინალიზაცია და ქართული მუსლიმური კონტერპუბლიკების ჩამოყალიბება პოსტსაბჭოთა აჭარაში“ (Marginalization and the Making of Georgian Muslim Counterpublics in Post-Soviet Ajara). დისერტაციის ძირითადი არგუმენტის მიხედვით, პოსტსაბჭოთა აჭარაში ტრანსნაციონალური რელიგიური განათლების მქონე ქართველი მუსლიმები ისლამის […]

პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია

17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებითი ონლაინლექსიკონი და მისი ეფექტურობა ენის შემსწავლელთა ენობრივი კომპეტენციის განვითარებაზე“ პრეზენტაცია. პროექტი მოიცავს ქართული ენის A1 დონის ზმნების განმარტებით ონლაინლექსიკონსა და მიზნობრივ სავარჯიშოებს. ახალი ციფრული რესურსი ენის ათვისების საწყის ეტაპზე […]

ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდის 28-ე სემესტრული საანგარიშო კონცერტი

16 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის B201 დარბაზში ილიაუნის ხალხური სიმღერის სტუდენტური გუნდი გამართავს 28-ე სემესტრულ საანგარიშო კონცერტს. ღონისძიების პროგრამა მრავალფეროვანია და კონცერტზე  შესრულდება: ქართული ხალხური სიმღერები (მათ შორის ჩონგურის თანხლებით); საეკლესიო გალობა; ქალაქური სიმღერები; უცხოური ფოლკლორის ნიმუშები. გარდა სიმღერებისა, წარმოდგენილი იქნება ტრადიციული ფერხული და ცეკვა გუნდის წევრების შესრულებით. დრო: 16 ივლისი, 19:00 საათი ადგილმდებარეობა: ილიას […]

დოქტორანტ იოსებ ნატრაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი ეკოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი იოსებ ნატრაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს ხელფრთიანები: სახეობრივი მრავალფეროვნება, გავრცელება და კონსერვაციის გამოწვევები“ (Diversity, Distribution, and Conservation Challenges of Bats in Georgia). სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნათია კოპალიანი, პროფესორი ლევან მუმლაძე და დოქტორი ალექსანდრე ბუხნიკაშვილი (ილიას სახელმწიფო […]

დოქტორანტ დავით ცარიელაშვილის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

17 ივლისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T102 დარბაზში მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამის „ენათმეცნიერება და ლიტერატურათმცოდნეობა“ დოქტორანტი დავით ცარიელაშვილი დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მოგზაურობა როგორც ამერიკული და ქართული მოდერნისტული რომანის ერთ-ერთი პარადიგმა“ (The Journey as a Paradigm of the American and Georgian Modernist Novel). სამეცნიერო ხელმძღვანელი – პაატა ჩხეიძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი სამუშაო ენა: ქართული დრო: 17 […]

ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის პროგრამის სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები“

23 ივლისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის H105 აუდიტორიაში გაიმართება ტექნოლოგიის სკოლის არქიტექტურის საბაკალავრო პროგრამის „საჯარო ურბანული სივრცის კვლევა და ინტერპრეტაცია“ სტუდენტთა საანგარიშო გამოფენა „ურბანული ტრანსფორმაციის ფრაგმენტები: მელიქიშვილის პროსპექტისა და კოსტავას ქუჩის გადაკვეთაზე“. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სტუდენტთა  გრაფიკული ნამუშევრები და საარქივო მასალები. ექსპოზიცია დეტალურად ასახავს ფილარმონიის საკონცერტო დარბაზისა და მიმდებარე არეალის ტრანსფორმაციის პროცესს. დრო: 23 ივლისი, 19:00 […]

ილიას განათლების ფესტივალი მესტიაში – მეცნიერება სვანეთის რეგიონისთვის

26 ივლისს, 15:00 საათზე, გეპატიჟებით მესტიის სათავგადასავლო პარკში ილიას განათლების ფესტივალის დასკვნით ღონისძიებაზე. აქ გელით ინტერაქციული სამეცნიერო ექპერიმენტები, ახალი ტექნოლოგიები ღია ლექციები, სამეცნიერო კვლევების გამოფენა. ფესტივალი ეძღვნება არჩილ ბადრიაშვილს, ახალგაზრდა მთამსვლელს, ურთულესი საერთაშორისო ალპინისტური მარშრუტების ინიციატორს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადიქციის პროგრამის კურსდამთავრებულსა და მკვლევარს. არჩილისთვის განსაკუთრებულ რეგიონში ილიაუნის მკვლევრები, პროფესორები და სტუდენტები გაგიზიარებენ ცოდნასა და […]

თეოლოგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალ „ზღვარის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია

29 ივლისს, 18:30 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ თეოლოგიურ-საგანმანათლებლო ჟურნალ „ზღვარის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება. გამოცემა ქრისტიანული სამყაროსთვის მნიშვნელოვან თარიღს – ნიკეის პირველი მსოფლიო კრების 1700 წლის იუბილეს – ეძღვნება და წარმოადგენს კრების მემკვიდრეობას მრავალფეროვანი თეოლოგიური და ისტორიული პერსპექტივიდან. კრებულში გაერთიანებულია თანამედროვე მართლმადიდებელი, კათოლიკე, პროტესტანტი და აღმოსავლეთის ეკლესიათა წამყვანი თეოლოგების სტატიები. მათ შორის არიან ენდრიუ ლაუთი, […]

ილიაუნის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ცერემონია 2026

0 ივლისს, 18:00 საათზე, ილიაუნის E კორპუსის ეზოში ერთად აღვნიშნავთ თქვენს ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დღეს, რომელიც შეაჯამებს უნივერსიტეტში სწავლის წარმატებულ, შრომატევად და დაუვიწყარ წლებს. 19:00 საათზე საზეიმო ცერემონიას გახსნის და სტუდენტებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას მიულოცავს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ნინო დობორჯგინიძე. წელს ცერემონია განსხვავებულად გაიმართება. გთხოვთ, წინასწარ გაეცნოთ თანდართულ ინფორმაციას ღონისძიების მნიშვნელოვანი საორგანიზაციო დეტალების შესახებ. […]