ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
4 ივლისს, 10:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც ეძღვნება ილიაუნის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის, ხსოვნას. კონფერენცია ეწყობა სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ფარგლებში. ილიაუნის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტები წაიკითხავენ მოხსენებებს შემდეგ თემებზე: შუა საუკუნეების ისტორია და ტექსტები; […]