ონლაინტრენინგი „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“

10 ივნისს, 19:00 საათზე, პოლიტიკის მეცნიერებების ასოცირებული პროფესორი ზარინა ბურკაძე ონლაინ გამართავს ტრენინგს „როგორ დავწეროთ წარმატებული საპროექტო განაცხადი“. ტრენინგი  მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს: პირველი მიმართულება შეეხება საპროექტო წინადადებების […]

ფილოსოფიური სემინარი – ნინო აბესაძის მოხსენება „საფუძველი, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები”

11 ივნისს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S800 დარბაზში ს. წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი ნინო აბესაძე ფილოსოფიის სემინარის ფარგლებში წაიკითხავს მოხსენებას „საფუძველი, მტკიცებულება და ჯეიმსიანური ეპისტემოლოგიის ლიმიტები“. უილიამ ჯეიმსის მიხედვით, […]

დოქტორანტ ნეა სოლანდერის საჯარო ლექცია „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპის სამეზობლოში“

11 ივნისს, 19:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ვიურცბურგის (გერმანია) იულიუს მაქსიმილიანის უნივერსიტეტის მკვლევარი, დოქტორანტი ნეა სოლანდერი წაიკითხავს საჯარო ლექციას „ევროკავშირის მიერ დემოკრატიის ხელშეწყობის ეფექტიანობა ევროპულ სამეზობლოში“. მომხსენებელი ისაუბრებს Horizon Europe-ის […]

ტარა ვესტოვერის „განათლებულის“ ქართული თარგმანის წარდგენა და დისკუსია

12 ივნისს, 17:00 საათზე, წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გამომცემლობა „მოუბარი“ გიწვევთ ტარა ვესტოვერის „განათლებულის“, თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მემუარების, განხილვაზე. ეს არის ამბავი გადარჩენაზე, იმაზე, როგორ შეუძლია ცოდნას გახსნას სამყაროს კარი. […]

სისხლის დონაციის დღე ილიაუნიში

15 ივნისს, ორშაბათს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის ორგანიზებით ილიაუნის A და T კორპუსებში გაიმართება სისხლის უანგარო დონაციის დღე. აქციის ფარგლებში ორგანიზაციების „ნატალია კვანტალიანის სისხლის  ცენტრალური ბანკი“ და „სიცოცხლე“ პროფესიონალი, გამოცდილი ექიმებით […]

ასოცირებული პროფესორის, ეკა პაატაშვილის ინტერაქტიული საჯარო ლექცია „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში

15 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა პაატაშვილი წაიკითხავს ინტერაქტიულ საჯარო ლექციას „როგორ გავზარდოთ აკადემიური ეფექტიანობა სწავლისა და გამოცდების პერიოდში“. […]

„ექსპერიმენტული ორთაბრძოლები“ – შეჯიბრება ფიზიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის

16 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში მეცნიერებით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის გაიმართება ფიზიკის ექსპერიმენტების შეჯიბრება „ექსპერიმენტული ორთაბრძოლები“. მონაწილეობისთვის საჭიროა: გამოცხადებული ამოცანებიდან აირჩიოთ ერთ-ერთი დავალება ან თავად მოიფიქროთ საინტერესო ექსპერიმენტი; გადაიღოთ […]

პროფესორ რონალდ გრიგორ სუნის საჯარო ონლაინლექცია „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“

16 ივნისს, 15:30 საათზე, პროფესორი რონალდ გრიგორ სუნი პლატფორმა Zoom-ის საშუალებით წაიკითხავს ლექციას „ისტორიის შურისძიება: მეფის რუსეთისა და საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობა 21-ე საუკუნის საქართველოში“. მომხსენებელი ისაუბრებს, რა გავლენა მოახდინა მეფის […]

მრგვალი მაგიდა „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“

17 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საჯარო ღონისძიება თემაზე „ჩვენი დღევანდელი მომენტი: სამი თვალსაზრისი სამი დარგიდან“. დღევანდელ მომენტს ერთდროულად ახასიათებს როგორც ფრაგმენტაცია, ისე გადაკვეთა. 1945 წლის […]

ვაცლავ ჰაველის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოება

18 ივნისს, 19:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება ვაცლავ ჰაველის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტური ესეების კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების საჯარო ცერემონია. დაჯილდოების ცერემონიამდე კონკურსის ჟიურის წევრების მონაწილეობით […]