
27 ოქტომბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიაუნისა და საფრანგეთის პარიზ ნანტერის უნივერსიტეტის (Université Paris Nanterre) ორგანიზებით გაიმართება პირველი საერთაშორისო სადოქტორო კვლევითი სიმპოზიუმი სოციალური მუშაობის მიმართულებით (The First International Doctoral Research Symposium in Social Work), რომლის მთავარი მიზანია სოციალურ მუშაობაში საერთაშორისო სადოქტორო კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა.
24-დან 31 ოქტომბრის პერიოდში Erasmus+ Teaching Mobility პროგრამის ფარგლებში ილიაუნის ეწვევა ფრანგული დელეგაცია ასოცირებული პროფესორის, ანა რურკას ხელმძღვანელობით. სიმპოზიუმზე იგი წაიკითხავს მთავარ მოხსენებას „სოციალურ მუშაობაში საერთაშორისო სადოქტორო განათლებისა და კვლევის გაძლიერება: გამოწვევები და შესაძლებლობები“ (Strengthening International Doctoral Education and Research in Social Work: Challenges and Opportunities).
ფრანგი პროფესორი ასევე აქტიურად ჩაერთვება ორივე უნივერსიტეტის დოქტორანტებთან გამართულ სამეცნიერო დისკუსიებში, გამართავს სასწავლო შეხვედრებს და შეხვდება უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, რაც ორ უნივერსიტეტს შორის მრავალწლიანი თანამშრომლობის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.
დრო: 27 ოქტომბერი, 10:00-18:00 საათი
სამუშაო ენა: ქართული
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3