
17 ივნისს, 15:00 საათზე, ილიაუნის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოტექნოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი მარიკა ჩიკვილაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „მიელინის ფუძე ცილის იზომერების მონაწილეობა ნეიროანთებით პროცესებში“.
სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ლალი შანშიაშვილი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 17 ივნისი, 15:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.